by Sandro Nikoladze
EVERY TUESDAY
JAM SESSION
taste your skils on real stage
Jam Session Georgia


არის ინსტრუმენტალურ-იმპროვიზირებული მუსიკალური პროექტი, რომელიც დაარსდა სანდრო ნიკოლაძეს მიერ. ყოველკვირეული ჯემები, სხვა და სხვა ბარებსა და კლუბებში , ფესტვალებსა სასცენო სივრცეებში თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
Jam Main Band წლების განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის კორპორატიულ ივენთებში.
პროექტის სტრუქტურის მიხედვით, სცენაზე ხვდებიან სხვადასხვა მუსიკოსები და ქმნიან ორიგინალურ და განსხვავებულ მუსიკას.

შერეკილები“ —
ქართული კინოსა და ანიმაციის მუსიკა ახალ ხმოვანებაში მუსიკალური პროექტი „შერეკილები“ საკულტო ქართული ფილმებისა და მულტფილმების მელოდიებს ხელახლა აცოცხლებს — ბავშვობის ჰანგებს თანამედროვე ჟღერადობით აბრუნებს სცენაზე. ყოველი კომპოზიცია ახალ ენერგიას ატარებს
— საცეკვაო რიტმები და ინოვაციური ინსტრუმენტალი წარმოსახვის ახალ სივრცეებს ხსნის. ძველი მელოდიები
— ახალი ძალით. ეს არის ნოსტალგია, რომელიც წარსულში არ გტოვებს, არამედ აწმყოში გაბრუნებს
— ტკბილი მოგონებებისა და მუსიკალური ექსპერიმენტების ერთიან სივრცეში. ცოცხალი პერფორმანსი, დასამახსოვრებელი სასცენო ვიზუალი და ემოციური ატმოსფერო ქმნის სანახაობას, რომელიც სცენიდან პირდაპირ გულში გხვდება. სადებიუტო ალბომი „გადაფრენა“ უკვე ხელმისაწვდომია
— ემოციური მუსიკალური მოგზაურობა ძველსა და ახალს შორის. ინსტრუმენტები: პერკუსია | ფლეიტა | მელოდიკა